შინაარსზე გადასვლა

მწვანე ზუთხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე ზუთხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  მწვანე ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser medirostris (Ayres, 1854)
სინონიმები[1][2]
  • Acipenser acutirostris (Ayres, 1854 non Antipa, 1909)
  • Acipenser (Antaceus) agassizii (Duméril, 1867)
  • Acipenser (Antaceus) alexandri (Duméril, 1867)
  • Acipenser (Antaceus) oligopeltis (Duméril, 1867)
დაცვის სტატუსი
სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

მწვანე ზუთხი (ლათ. Acipenser medirostris) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. გამსვლელი, მტკნარი და მლაშე წყლის, ფსკერული სახეობაა.[3] სიგრძეში საშუალოდ 130 სმ-ია,[4] იზრდება 270 სმ-მდეც,[5] მაქსიმალური დადასტურებული მასა 159 კგ,[6] სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 60 წელია.[7] ზურგის ფარფლი აღმართულია საერთო სიგრძის ბოლო მესამედში, ანალური ფარფლი განლაგებულია ზურგის ფარფლის უკანა ნაწილის მოპირდაპირედ. მკერდის ფარფლები სხეულის ქვედა ნაწილში, ლაყუჩის ხვრელის უკან მდებარეობს, დიდი და მომრგვალებულია. მუცლის ფარფლები ანალურ ხვრელთან ახლოსაა. ჩვეულებრივ ზეთისხილისფრიდან მუქ მწვანემდეა, ქვედა ნაწილი მოთეთრო-მწვანეა. მთელ გვერდზე ლატერალურ და ვენტროლატერალურ ფირფიტებს შორის გასდევს ზოლი, კიდევ ერთი ზოლია მუცლის მონაკვეთზე. ფარფლები რუხიდან მკრთალ მწვანემდეა შეფერილი.[8] ულვაშები პირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დინგის ბოლოსთან.[9]

გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე: ალეუტის კუნძულებიდან და ალასკის ყურიდან ქალაქ ენსენადამდე (მექსიკა). კანადაში მოწყვლად სახეობად ითვლება.[10] CITES-ის II დანართით აკრძალულია საერთაშორისო ვაჭრობა. ბინადრობს ესტუარებში, დიდ მდინარეთა ქვემო წელზე და შესართავების მლაშე წყლებში.[11] ქვირითს მტკნარ წყალში ყრის. ოკეანეში დიდი მანძილის გავლა შეუძლია.[8] საჭმელად ვარგისია, მაგრამ უსიამოვნო სუნი და გემო აქვს.[12]

მორფოლოგიურად და ეკოლოგიურად ძალიან ახლოს დგას სახალინურ ზუთხთან (A. mikadoi), ადრე ერთ სახეობად განიხილებოდნენ.[13]

  1. Froese, R.; Pauly, D.. (2017)Acipenseridae. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017
  2. Van Der Laan, Richard; Eschmeyer, William N.; Fricke, Ronald (11 ნოემბერი, 2014). „Family-group names of Recent fishes“. Zootaxa. 3882 (1): 1–230. doi:10.11646/zootaxa.3882.1.1. PMID 25543675. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Erickson, Daniel L.; Webb, Molly A. H. (28 ივნისი, 2007). „Spawning Periodicity, Spawning Migration, and Size at Maturity of Green Sturgeon, Acipenser medirostris, in the Rogue River, Oregon“. Environmental Biology of Fishes. 79 (3–4): 255–268. doi:10.1007/s10641-006-9072-x. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Hugg, D.O. (1996) MAPFISH georeferenced mapping database. Freshwater and estuarine fishes of North America. Edgewater: Life Science Software. 
  5. Love, M.S.; Mecklenburg, C.W.; Mecklenburg, T.A.; Thorsteinson, L.K. (2005) Resource inventory of marine and estuarine fishes of the West Coast and Alaska: A checklist of North Pacific and Arctic Ocean species from Baja California to the Alaska - Yukon border. Seattle: U.S Geological Survey. DOI:10.3133/70179564. 
  6. Eschmeyer, W.N.; Herald, E.S.; Hammann, H. (1983) A field guide to Pacific coast fishes of North Ameri. Boston: Houghton Mifflin Company. ISBN 0-395-26873-9 Invalid ISBN. 
  7. Hill, C.M. (1985) Klamath River Basin Fisheries Resource Plan: Various pagination. U. S. Department of Interior. 
  8. 8.0 8.1 Morrow, J.E. (1980) The freshwater fishes of Alaska. University of. B.C. Animal Resources Ecology Library. 
  9. Page, L.M.; Burr, B.M. (2011) A field guide to freshwater fishes of North America north of Mexico. Boston: Houghton Mifflin Harcourt. 
  10. Birstein, Vadim J. (დეკემბერი, 1993). „Sturgeons and Paddlefishes: Threatened Fishes in Need of Conservation“. Conservation Biology. 7 (4): 773–787. doi:10.1046/j.1523-1739.1993.740773.x. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Page, L.M.; Burr, B.M. (1991) A field guide to freshwater fishes of North America north of Mexico. Boston: Houghton Mifflin Company. 
  12. Scott, W.B.; Crossman, E.J. (1973) Freshwater fishes of Canada. Bulletin 184. Ottawa: Fisheries Research Board of Canada. 
  13. Shedko, S. V. (მარტი, 2017). „The low level of differences between mitogenomes of the Sakhalin sturgeon Acipenser mikadoi Hilgendorf, 1892 and the green sturgeon A. medirostris Ayeres, 1854 (Acipenseridae) indicates their recent divergence“. Russian Journal of Marine Biology. 43 (2): 176–179. doi:10.1134/S1063074017020080. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)